საზოგადოება
წიკლაური - ქავთარაძეს: „ნუ გიკვირთ, რომ პრეზიდენტად კვლავ მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებენ“

Opyat-sazog-2საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური საპარლამენტო უმრავლესობის პროტესტს, რომელიც ევროპარლამენტარს იაცეკ სარიუშ-ვოლსკის იმ განცხადებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც ის საქართველოს პრეზიდენტად კვლავ მიხეილ სააკაშვილს აღიქვამს. ვოლსკის ეს განცხადება დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააპროტესტა.

ნუ გიკვირთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყანაში ეძახიან საპასუხისმგებლო პოსტებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ არის რეფორმატორების ძალიან ცნობილი გუნდი, მთელ მსოფლიოში ცნობილი გუნდი დიდი გამოცდილებით და დიდი ავტორიტეტით. ასევე ნუ გიკვირთ, რომ პრეზიდენტად მოიხსენიებენ მიხეილ სააკაშვილს, რადგან ყველაფერი გააკეთეთ თქვენ „ქართულმა ოცნებამ“, რომ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, მარგველაშვილს არავითარი ნიშანწყალი და თვისება არ ჰქონდეს“, -განაცხადა ქავთარაძის საპასუხოდ წიკლაურმა.