დონეცკის აეროპორტში მოკლული „გე-რე-უს“ სპეცნაზელები ამერიკელი მზვერავები - მაიკლ უორნერი და ენდრიუ კოსტიშინი აღმოჩნდნენ, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკის მიერ ხელმოწერილი მოწმობები აღმოჩნდათ!
საქართველო, 10 დეკემბერი,
საქინფორმი. ნოვოროსიიდან მიღებული ცნობით, დონეცკის აეროპორტში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას მოკლული იქნა ორი პირი, რომლებსაც რუსეთის „
გე-რე-უ"-ს ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა“ ფორმა ეცვათ.
დოკუმენტების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ერთი მოკლული სპეცნაზელი მეზღვაური
მაიკლ უორნერი აღმოჩნდა უიჩიტო-ფოლსიდან (ტეხასის შტატი), მეორე კი მისი კოლეგა
ენდრიუ კოსტიშინი დენტონიდან (ტეხასის შტატი). ორივე ამერიკელ მზვერავს ვერ უშველა თავად უკრაინის თავდაცვის მინისტრის, გენერალ-პოლკოვნიკი
სტეპან პოლტორაკის მიერ ხელმოწერილმა მოწმობებმა. ყველაზე პიკანტური კი ისაა, რომ ამერიკელი სპენაზელების ლიკვიდაცია აეროპორტში უკრაინელმა სამხედროებმა მოახდინეს. ამ ფაქტმა უკრაინის სარდლობაში პანიკა გამოიწვია.