პოლიტიკა
„მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია გააუქმეს თუ სხვა ქვეყნებისაც?“

pavle-kubl''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' წევრების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების გაუქმებაზე დღეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.
საქინფორმის კორესპონდენტის კითხვაზე - როგორ შეაფასებდა ''სახალხო კრების'' მიერ კონსტიტუციის გაუქმებასთან დაკავშირებულ განცხადებას, კუბლაშვილმა ირონიულად კითხვითვე უპასუხა: „მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია გააუქმეს თუ სხვა ქვეყნების კონსტიტუციაც?'' მას შემდეგ, რაც კუბლაშვილმა გაიგო, რომ მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუცია სცნეს ბათილად, იხუმრა: „რადგან მხოლოდ ჩვენი კონსტიტუცია გააუქმეს, მაშინ, იმედი მაქვს, ეს დიპლომატიურ სკანდალს არ გამოიწვევს“. რაც შეეხება ''სახალხო კრების'' გადაწყვეტილებას, რომელიც დაუმორჩილებას შეეხება, პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ მას ამის თაობაზე არაფერი სმენია.
კუბლაშვილის განცხადებით, გუშინ ერთ-ერთმა გამომსვლელმა თქვა, რომ გადასახადების გადახდა უნდა შეწყვიტონ. „ჩვენი ოპონენტები, მე მგონი, აბსურდამდე მიდიან, ამიტომ ეს ფრაზები მათი მხრიდან უფრო დაბნეულობის ბრალია, და არა გააზრებული გადაწყვეტილება,“ – აღნიშნა კუბლაშვილმა.