საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ჩააგდო“ კანდიდატები, რომლებიც ცესკოში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და სააკაშვილის ხანის „ენ-ჯე-ო“-ებმა წარადგინეს...
comitet-sazog-3საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში ვაკანტურ ადგილებზე წარდგენილ კანდიდატურებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ზურაბ ხრიკაძემ და ლევან ტურაშვილმა, რომელებსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, კომიტეტის წევრთა დადებითი რეკომენდაცია ვერ მიიღეს. მიუხედავად ამისა, კანდიდატები პარლამენტს პლენარულ სხდომაზე მხარდაჭერის მისაღებად მაინც წარედგინება. ზურაბ ხრიკაძე და ლევან ტურაშვილი ცესკოს ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სააკაშვილის ხანის ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია.