რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დღეს მოწამეთაში ჩავიდა. ამის შესახებ საქინფორმს საპატრიარქოდან აცნობეს. უწმინდესი მოწამეთაში სიწმინდეებს მოილოცავს და პარაკლისს გადაიხდის. შესაძლოა, იქ მშენებარე ეკლესიაც დაათვალიეროს.
კათოლიკოს-პატრიარქი, მეორე დღეა, რაც დასავლეთ საქართველოში იმყოფება. გუშინ ბათუმში მან წმიდა ნიკოლოზის სახელობის რესტავრირებული ეკლესია მოილოცა, საღამოს კი კონცერტს დაესწრო, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგო და ქართველი საოპერო მომღერლები მონაწილეობდნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა მსოფლიოში ცნობილ ტენორს საჩუქრად ძვირფასი ნივთი - მოოქროვილი ვერცხლის ნატვრის ხე გადასცა.