შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ექსტაზი ამოიღო

საქართველო, 9 დეკემბერი,
საქინფორმი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის მოქალაქე
სვეტლანა ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 85 აბი და 8 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ე.წ. ექსტაზს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.