აქტუალური
ელჩი ნორლანდი: “აშშ მოხარულია, რომ ლუგარის ლაბორატორიის აშენებითა და საქართველოს მთავრობისათვის მისი მართვის გადაცემით ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის საშუალება მიეცა“

Norland-aqtual-3საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. 4 დეკემბერს აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გარემოს პათოგენების მიკრობული ეკოლოგიის სამეცნიერო კონფერენცია გახსნა და შეკრებილ მეცნიერებს, აკადემიკოსებსა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს ჩატარებული კვლევებისათვის მადლობა გადაუხადა.

ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ჯანდაცვის უსაფრთხოების მსოფლიო რუკაზეა დატანილი. იმ დროს, როდესაც სამყარო ებოლას მსგავს სახიფათო ავადმყოფობებს ებრძვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საერთაშორისო ძალისხმევის გაერთიანება და კვლევების ჩატარება. საქართველოს ამ ძალისხმევაში თავისი გამოცდილებით, უნარიანი სამედიცინო პერსონალითა და ლუგარის ცენტრით მონაწილეობს. ლუგარის ცენტრი თანამედროვე დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან კვლევით პროექტებში ჩართვის საშუალებას აძლევს“, - განუცხადა ელჩმა ნორლანდმა პრესას.