საზოგადოება
ჯეიმს აპატურაი: „ჩვენ უკვე გამოვყავით ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებარეობას განსაზღვრავენ“

James-sazog-3საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს შეხვდა.

ჩემი გუნდი კარგად ხედავს, რომ თავდაცვის სამინისტრო სწორი მიმართულებით მუშაობს. ნატო-ს სამიტზე საქართველომ ახალი პაკეტი მიიღო, რაც თქვენს ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება. თავდაცვის სამინისტრო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ პაკეტში განსაზღვრული მიმართულებები განხორციელდეს. ნატო-ს მხარე ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნული პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოში უფრო მაღალი დონის ვიზიტებიც შედგება. ჩვენ უკვე გამოვყავით ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებარეობას განსაზღვრავენ, რა თქმა უნდა, ქართულ მხარესთან ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.