უცხოეთი
რუსეთმა მოლდოვას პარტია მოიგო

Moldov-zar-2საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. მოსკოვის წყალობით რესპუბლიკაში შესაძლოა ძლიერი მემარცხენე ძალა გაჩნდეს.
მოლდოვას, სავარაუდოდ, უწინდებურად პროევროპული კოალიცია მართავს - სამმა პროდასავლურმა პარტიამ ხმათა საკმარისი რაოდენობა მიიღო კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. თუმცა, ევროპულ ალიანსს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება და, მაშასადამე, ქვეყნის ძირითად კანონში დამტკიცებულ მის ნეიტრალურ სტატუსს არაფერი ემუქრება. ეს  ხელსაყრელია მოსკოვისთვის, რომელმაც არჩევნებში მხარი დაუჭირა სოციალისტთა პარტიას. ახლა ამ უკანასკნელთა ამოცანაა - შემდგომი არჩევნებისათვის მძლავრ ოპოზიციურ ძალად იქცნენ მარცხენა ფლანგზე.

ამასთან, კრემლს ბოლოსდაბოლოს გამოუჩნდა პარტნიორი მოლდოვას პარლამენტში - სოციალისტთა პარტია. მართალია, მას ხმათა უმრავლესობა არ მიუღია, სამაგიეროდ, შეუძლია კომუნისტების ელექტორატისთვის იბრძოლოს.

დოდონს (იგორ დოდონი, პარტია „სოციალისტების“ ლიდერი) ჯერჯერობით ჩვენთვის იმედი არ გაუცრუებია, - განაცხადა სამთავრობო წყარომ, რომლისთვისაც ცნობილია მოსკოვის მოლაპარაკებების შესახებ სოციალისტთა ლიდერთან, - მას შემდეგ კი, რაც მან ასეთი ანგაჟირება მოახდინა საბაჟო კავშირის სასარგებლოდ, პოზიციის შეცვლის შემთხვევაში, პოლიტიკური სიკვდილი ემუქრება“.