საზოგადოება
დღეიდან რეგიონებში ადგილობრივ ექიმებს სპეციალისტები განუმარტავენ, რა უნდა გააკეთონ პაციენტებში H1N1 ვირუსის შემთხვევის დაფიქსირებისას, რათა მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას. ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის - ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, ყველა შესაბამისი დაწესებულება H1N1 გრიპის მოსალოდნელი გავრცელების აღსაკვეთად მზად არის.