ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 51-ე ბატალიონს ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური გენერალი ანდერსონი ეწვია
საქართველო, 4 დეკემბერი,
საქინფორმი. 2014 წელს ISAF-ის საერთაშორისო მისია სრულდება და ქაბულში მდებარე ISAF-ის გაერთიანებული სარდლობა იხურება. გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს გამოემშვიდობა.
„ახალი წლიდან ახალ „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიას ვიწყებთ. შესაბამისად, კოალიციური ძალების რაოდენობა 54000-დან 12000-მდე მცირდება. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დიდი წვლილი მიუძღვით ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მივესალმებით საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნას გააგრძელონ ახალ მისიაში მონაწილეობა და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობა“, - აღნიშნა გენერალ-ლეიტენანტმა ჯოზეფ ანდერსონმა ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ.