საზოგადოება
ნინო ლომჯარია: "შეუფერხებლად კითხულობენ, ვინ რომელ საიტზე შევდივართ, რა მეილს და ვის ვუგზავნით“

Lomjar-sazog-3საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში შეუზღუდავად და შეუფერხებლად ხორციელდება არა მარტო სატელეფონო მოსმენები, არამედ ათასობით ადამიანის ფარული მიყურადება ინტერნეტსფეროში.

"მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ უსმენენ, არამედ უსმენენ მეგობრებს და მერე აშანტაჟებენ. მათ იციან, ვინ ვის როგორ ელაპარკება და ეს რეალობაში ხდებ“, - ეს განცხადება ნინო ლომჯარიამ თოქშოუ „არჩევანში“ გააკეთა.

ვფიქრობ, რომ ტელეფონზე მეტად საქართველოში ინტერნეტთვალთვალია სახიფათო. აქ რეგულაციები თითქმის არ არსებობს და არც კონტროლის მექანიზმებია,“ - განაცხადა ლომჯარიამ.