საზოგადოება
უსუფაშვილი: “ბოროტმოქმედს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ე.წ. გასაღების მექანიზმი”

Chika-sazog-1საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

ეს იყო ვანო მერაბიშვილის აწყობილი სისტემაახლა სისტემა სანახევროდ გამოვიდა გარეთ და დაახლოებით ორმაგ დაქვემდებარებაშია. ბოროტმოქმედს შინაგან საქმეთა სამინისტროში, დიახ, შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ეს მექანიზმი, მაგრამ ასეთი ბოროტმოქმედებისგან ჩვენ სხვა უწყებებშიც არ ვიყავით დაზღვეული, თუმცა მე მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ სხვაგან უფრო დაზღვეულები ვიქნებოდით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, დავით უსუფაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება გარდაუვალია.

ევროპაში არ გვხვდება შინაგან საქმეთა სამინისტროები, რომლის ვებ-გვერდის დასახელებაა პოლიცე. გე, ანუ განცდა, რომ არის პოლიცია, უნდა შევცვალოთ. ეს არის ვანო მერაბიშვილის შექმნილი სისტემა, რომლის შეცვლას სჭირდება სისტემური ცვლილებები", - განაცხადა პარლამენტის თავმჯომარემ.