უცხოეთი
„გვსურს მეტი გამჭვირვალობის, მკაფიოობის ხილვა, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაციები, რომლებიც შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ შანსი მოლაპარაკებებისათვის უწინდებურად არსებობს.
მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად აუცილებელია ორივე მხარის სურვილი. „ვფიქრობ, რომ ორივე მხარის ინტერესებშია, არ გაამწვავონ დაძაბულობა და აქტიურად ითანამშრომლონ ევროპული და მსოფლიოს უსაფრთხოების რეალური საფრთხეების თავდიან ასაცილებლად. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ამისათვის მზად ვართ“, - განაცხადა გენმდივანმა.
ნატოსა და მოსკოვის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა უკრაინის კრიზისის გამო. ურთიერთობები ალიანსსა და რუსეთს შორის 1991 წელს დამყარდა.