უცხოეთი
„სამხრეთის ნაკადის“ შეწყვეტა უცხოელებს 3 მლრდ ევრო დაუჯდებათ

ostanovka-zar-2საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. უცხოური კომპანიების დანაკარგები „სამხრეთის ნაკადის“ პროექტის გაყინვის გამო არანაკლებ 2.82 მლრდ ევროს შეადგენს. ევროპული კომპანიების პირდაპირი დანაკარგები შესაძლოა 2.5 მლრდ ევროს გაუთანაბრდეს. იაპონური კომპანიები 320 მლნ ევროს შეკვეთას დაკარგავენ. ამის შესახებ "ტასი" კომპანია South Stream Trasnport- ის მასალებზე დაყრდნობით იუწყება.

რფ-ის პეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ დღევანდელ ვითარებაში რუსეთი არ მოახდენს „სამხრეთის ნაკადის“ პროექტის რეალიზებას. თავის მხრივ, „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი აღნიშნავს, რომ ეს პროექტი მეტად აღარ არის აქტუალური.