აქტუალური
კახა კალაძე: „ეს იქნება მტკივნეული ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უკრაინა მიგვაჩნია მეგობარ ქვეყნად"

Kaladz-aqtual-1საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძ უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრების დანიშვნის შესაძლებლობას ეხმაურება.

გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, არის არასასიამოვნო, რადგან საუბარია ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ სცენარისტები და ძირითადი ავტორები იმ ძალადობრივი რეჟიმისა, რომელიც მათ შექმნეს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში. თუ ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს იქნება მტკივნეული ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უკრაინა მიგვაჩნია მეგობარ ქვეყნად და ვფიქრობ, ცოტა უხერხული და წარმოუდგენელი იქნება იმ ადამიანების ხილვა უკრაინის ხელისუფლებაში, რომლებიც დღეს იძებნებიან საქართველოში", - განაცხადა კალაძემ.

არ იქნება სასიამოვნო ფაქტი, თან მაშინ, როცა უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოპფიციალური ვიზიტი იგეგმება", - დასძინა მან.