პოლიტიკა
საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში წინგადადგმული ნაბიჯისთვის,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მადლობა გადაუხადა დეპუტატებს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის.