უცხოეთი
პუტინის მორიგი გამარჯვება - რუსეთმა შეწყვიტა „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობა, სამაგიეროდ, თურქეთისთვის გაზსადენს გაიყვანს

IuZni-zar-3საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინი: „იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ნებართვა ბულგარეთისგან, მიგვაჩნია, რომ რუსეთს ამ პირობებში არ შეუძლია აღნიშნული პროექტის რეალიზაციის გაგრძელება“. პუტინმა ევროკავშირის პოზიციას „სამხრეთის ნაკადთან“ დაკავშირებით არაკონსტრუქციული უწოდა. „ენერგორესურსების ნაკადები სხვა რეგიონებისკენ იქნება მიმართული“, - აღნიშნა რფ-ის პრეზიდენტმა.

თურქეთის მზარდი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მზად ვართ არა მარტო გავაფართოოთ „ცსიფერი ნაკადი“, არამედ კიდევ ერთი გაზსადენი სისტემა გავიყვანოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თავად თურქეთის ეკონომიკის მზარდი მოთხოვნები. ხოლო თუ მიზანშეწონილიც იქნება, შევქმნათ თურქეთის ტერიტორიაზე, საბერძნეთის საზღვართან დამატებითი, ე. წ. გაზის ჰაბი სამხრეთ ევროპის მომხმარებლებისათვის“, - განაცხადა პუტინმა.