პუბლიკაციები
გუშინ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ ინფორმაციის კომენტირებისას, განაცხადა, რომ სააკაშვილისა და ასევე, მისი ყოფილი ჩინოვნიკების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში ნეგატიურ ფონს შექმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, რადგან მათზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. მთავრობის სხდომის დაწყების წინ იგივე გაიმეორა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ.
და აი იმისათვის, რომ რაღაცნაირად თავი დაეღწია კონფუზიდან, სააკაშვილმა, თავისი ტელეკომპანია და საინფორმაციო სააგენტოს - „რუსთავი 2“-სა და „Грузия Online“ მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ, თითქოსდა თავად უარობდა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავებას.
„ჩემი პრიორიტეტი ჩემი ქვეყანა - საქართველოა, მხოლოდ ამიტომ არ დავთანხმდი ამ წინადადებას!“ - როგორც ყოველთვის ცრუობს სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილი, რომელიც ოცნებობს უკრაინის მთავრობაში ნებისმიერი მინისტრის თანაშემწეობა-მდივნობაზეც კი, ოღონდ არ მოხდეს მისი ექსტრადირება სამშობლოში და არ წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე...