უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციაში პაუზა არ არის. ახალ წლამდე, ალბათ, შეხვედრები არ იქნება...“

Norm-zar-1საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია იმ სფეროებში გაგრძელდება,სადაც ეს შესაძლებელია, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ, სტატს-მდივანმა გრიგორი კარასინმა.
"ურთიერთობების ნორმალიზაციაში პაუზა არ არსებობს. არსებობს პერიოდი, როცა უნდა იფიქრო, რა მოიმოქმედო შემდგომ. სიტყვა „პაუზა“ არ მომწონს. ნორმალიზაცია გაგრძელდება იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ჩვენ, საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად, ვფიქრობთ იმაზე, როგორ ავაწყოთ შემდგომი მუშაობა. ახლა წლამდე, ალბათ, შეხვედრები არ შედგება. ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისში ვიფიქრებთ ახალი შეხვედრის თარიღზე“, - აღნიშნა კარასინმა.