სამართალი
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წლების წინ მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ყვარლის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს, პოლიციის კაპიტან გელა ფ-ს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ზურგში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.