სამართალი
საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. 1 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან.
ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრს.