აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის უწყების სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებს მოადგილეები წარუდგინა

Minob-aqtual-1საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრის პირველი მოდგილის თანამდებობა გოჩა რატიანმა დაიკავა. მისი მუშაობის ძირითადი მიმართულება თავდაცვის სამინისტროში გასატარებელი რეფორმებია.

2012 წლიდან გოჩა რატიანს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. 2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების J-2 დაზვერვის დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის უფროსად.

ლევან ღირსიაშვილი თავდაცვის უწყებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით გაუწევს კოორდინირებას. ღირსიაშვილს 2014 წლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა; მუშაობდა ასევე, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში.