პოლიტიკა
26 ნოემბერი, თბილისი, პირდაპირი რეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან

le-figaro-aqcia13.00

რუსთაველის გამზირზე 2 საათისთვის დაგეგმილი აქცისთვის ხალხი ნელ-ნელა იკრიბება. როგორც ჩვენი კორესპონდენტი გვატყობინებს, პარლამენტის შენობასთან უკვე გამოცხადდნენ ოპოზიციის მხარდამჭერები, დაახლოებით 200-მდე ადამიანი. ოპოზიციური პარტიის ლიდერები და „სახალხო კრების“ საინიციატივო ჯგუფის წვრები კი ჯერ არ ჩანან.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს.

14.00

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე უკვე გამოჩნდნენ სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები, გოგო ქავთარაძე და ნონა გაფრინდაშვილი. ასევე მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშივლი და „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახაბერ შარტავა. თემურ შაშიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი აქციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხის მოთხოვნით, რომლებიც ჩამოსული არიან რეგიონებიდან. გარდა ამისა, თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა, რომ ამიერიდან „სახალხო კრების“ მუშაობა იქნება სააკშივლის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული, რომლის საბოლოო მიზანი არის მიხეილ სააკაშივლის გადადგომა.

14.00

ირაკლი ბათიაშვილმა საქინფორმის კორეპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკმაყოფილია ჟუნრლისტების მიერ დასმული შეკითხვებით, „რატომ გაუცრუა „სახალხო კრებამ“ მოსახლეობას იმედი?“ თუმცა ბათიაშვილი აცხადებს, რომ მათ ჩაატარეს უზარმაზარი „სახლახო კრება“, მიიღეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც საჭიროა „სახალხო კრების“ მოქმედებისთვის. ბათიაშივლის განცხადებით, ამიერიდან შეიკრიბება აღმასრულებელი საბჭო, რომელიც მიიღებს გეგმას, რომლის მიხედივთაც იმოქმედებს „სახალხო კრება“. რაც შეეხება აღმასრულებელ საბჭოს, ის დაკომპლექტდება რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წევრებისგან. ეს იქნება „ეროვნული ფორუმი“, მოძრაობა „თეთრები“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით.
გარდა ამისა საქინფორმთან საუბრისას მსახიობმა გოგო ქავთარაძემ განმარტა, რომ კრებას ემატება კიდევ ერთი ინსტიტუტი. ეს არის „ქომაგთა ინსტიტტუტი“, რომელიც რეგიონებიდან ჩამოსული ადმაინების უსაფრთხოებას დაიცავს და როდესაც ეს ხალხი საკუთარ სახლებში დაბრუნდება მიადევნებს თვალს, რომ მათ რაიმე პრობლემები არ შეექმენათ საკუთარ რაიონებში.

15.00

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახაბერ შარტავამ საქინფორმს განუცხადა, რომ ამიერიდან აღარ იქნება აქციები რუსთაველის გამზირზე, შეიკრიბებიან რეგიონებში და მიღებული დოკუმენტების საფუძველზე გააგრძლებენ მუშოაბას. თუ საჭირო იქნება მასშტაბურ სარპოტესტო აქიცებსაც მიმართავენ, თუმცა როდისთვის იქნება ეს აქციები, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადება ხვალ აქცია დაგეგემილი არ არის.
საზოგადოება უკმაყოფილებას გამოთქვამს ოპოზიციის და სახალხო კრების გადაწყვეტილებების გამო და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს. როგორც მოქალაქეებმა ჩვენ კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნეს, არ არის აუცილებელი სტრატეგიის შეუმუშავება, ისინი უკმაყოფილოები არიან აქციების ასე უშედეგოდ დაშლით. აქციაზე შეკრებილი ხალხი მოითხოვს უფრო მეტ მობილიზებას, ფარტო მასშტაბიანი აქიციის ჩატარებას და მიხეილ სააკშვილის გადაყენებას. თუცმა ხალხის ამ მოთხოვნის დაკამყოფილებას ჯერჯეჯრობით არ აპირებს არცერთი ოპოპზიციური აპრტის ლიდერი, მათ შორის არც წარმოამდგენლობითი სახახლო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები. რუსთაველზე ამ დროისთვის დახლოებით 2000 კაცამდეა შეკრებილი.

16.30 

ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიშალა. აქციის მონაწილეები ''სახალხო კრების'' საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად ტელეკომპანია პირველი არხისკენ დაიძრნენ. ისინი მაუწყებლის პიკეტირებას გეგმავენ. მსვლელობის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩა. გოგი ქავთარაძე, ირაკლი ბათიაშვილი და ეკა ბესელია აპირებენ პირველი არხის გენერალურ დირექტორთან, გიორგი ჭანტურიასთან შესვლას და აქციების პირდაპირი ტრანსლაციის მოთხოვნას. საინიციატივო ჯგუფის წევრმა გოგი ქავთარაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ არ შეეცადონ ტელევიზიის შენობაში შესვლას და პასუხს გარეთ დაელოდონ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ „სახალხო კრებამ“ ამ მოთხოვნით უკვე მიმართა პირველი არხის დირექტორს, თუმცა უშედეგოდ.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები იმყოფებიან გმირთა მოედანთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ „ეროვნულმა ფორუმმა“ მხარი არ დაუჭირა ტელევიზიის პიკეტირების იდეას. ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა ხვალ აქცია. მაგრამ, თუ მოსახლეობა მოითხოვს ხვალ აქციის ჩატარებას, მაშინ ''სახალხო კრების'' წარმომადგენლები მათ მოთხოვნას წინ არ აღუდგებიან.

17.00

მოლაპარაკებები პირველი არხის გენერალურ დირექტორთან - გიორგი ჭანტურიასთან დასრულდა. გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ პრეტენზია „სახალხო კრებას“ აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით არ უნდა ჰქონდეს, რადგან გუშინ მეორე არხით პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა, პირველ არხზე კი საკმაოდ ვრცელი რეპორტაჟები დაეთმო სახალხო კრებას.
ცოტა ხნის წინათ ეკა ბესელიამ ტელევიზიასთან შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ „სახალხო კრებამ“ დღეს აქცის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო და რომ „სახალხო კრება“ მუშაობას რეგიონებში გააგრძელებს.
ამ დროისთვის ტელევიზიასთან 400-მდე ადამიანია.