უცხოეთი
ავაკიანმა სააკიანი „გააგზავნა“: „ეკა ზღულაძეს უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ არ დანიშნავენ!“- უკრაინის შსს-მ უარყო ქართული საინფორმაციო სააგენტო Frontnews-ის ინფორმაცია, ასევე მიმართა მედიას მოწოდებით, არ გაავრცელონ ცრუ ხმები
Avakian-zar-1საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის შს სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ საქართველოს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს - ფრანგი ფილოსოფოსი გლუქსმანის ვაჟის ყოფილ ცოლს - ეკა ზღულაძეს ნიშნავენ, სინამდვილეს შეესაბამება. შსს-ში აღნიშნეს, რომ ინფორმაცია უცხოელის დანიშვნის შესახებ მინისტრის მოადგილის პოსტზე პრესაში სამინისტროს პრესამსახურზე დაყრდნობით გაჩნდა. თუმცა, როგორც სამინისტროში განაცხადეს, შსს-ში ასეთი კითხვით არავის მიუმართავს. „ეს ინფორმაცია არ დადასტურდა“, - აღნიშნეს პრესსამსახურში. სამინისტრომ ასევე მიმართა მედიას მოწოდებით, არ გაავრცელონ ცრუ ხმები და დაეყრდნონ მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას.