პუბლიკაციები
„იმის გამო, რომ დღეს ქვეყანას არ მართავს ინსტიტუციები და ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის ბედის გადაწყვეტა, ამიტომ იჭიმება ყველა სახის გადაწყვეტილებები“,-განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, „როდესაც არ არის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი პრემიერ-მინისტრი, როდესაც მას აქვს ვალდებულება იმისი, რომ ყველა საკითხი შეათანხმოს კონკრეტულ ადამიანთან, ეს ქმნის ვაკუუმს. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის არ დამაზიანებელი“ (ვიდეო იხ. აქ).
Forbes Georgia-სთან ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ივანიშვილის მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს სულმოკლე ადამიანის განცხადებებს უწოდებს. ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კი არ გამორიცხავს, რომ ეს იყო ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებების შეჩერების მცდელობა.