აქტუალური
სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, ერთ-ერთი მოწმე ოლეგ მელნიკოვია

akt-1საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. პროკურორი კოკა კაციტაძის განცხადებით, მელნიოვის გარდა პროკურატურის მოწმეები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები. თუმცა პროკურორი არ აკონკრეტებს, არის თუ არა დამყარებული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება პატიმრობაში მყოფი ოლეგ მელნიკოვის ჩვენებაზე.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროკურატურამ ბრალდების დადგენილება გამოიტანა. ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას მიმართ. საქმის კიდევ ერთი ბრალდებულის, დათა ახალაიას წინააღმდეგ საბრალდებო საქმე კი სასამართლო წარმოებაშია.