საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა „ფესიბუქზე“დაწერა: „ჩემი აზრით, დღეს რაც შეგვიძლია აფხაზებს საინტერესო შევთავაზოთ (თუ ესეც დაგვიანებული არ არის), ეს არის კონფედერაცია ანუ არა საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლა არამედ ერთობლივი, ქართულ აფხაზური სახლემწიფოს შექმნა, რომელსაც დააფუძნებს ორი თანაბარუფლებიანი სუბიექტი: საქართველო და აფხაზეთი. ახალ ქვეყანას ასეც ერქმევა: საქართველო და აფხაზეთი“.
ამ სტატუსს გამოეხმაურა რეჟისორი ქეთი დოლიძე: „დაგვაგვიანდა!.. დავაშავეთ და სირაქლემებივით გვაქვს თავები ჩაყოფილი!!!!!! ჩვენ, ჩვენ ჩავიდინეთ ეს!!!! სანამ არ აღიარებთ, არაფერი გამოვა! არაფერი!!!! 2 თაობა წავიდა უკვე!!“.
ქეთი დოლიძის ფრაზში „სანამ არ აღიარებთ, არაფერი გამოვა!“ „ფეისბუქმომხმარებლებმა“ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღაირების სურვილი ამოიკითხეს რასაც მათი მხრიდან რეჟისორის მისამართით აგრესიული კომენტარები მოჰყვა.
„რუსი რას გაგიკეთებს, რასაც შენ შენ თვითონ არ გაუკეთებ შენს თავს. აი ასე, პირდაპირ პოდნოსით მივართვით აფხაზეთიც და სამაჩაბლოც. თუ ვიცოდით, რომ მაინც დავკარგავდით მაშინ რაღას ვხტუნაობთ ორი წელია და რაღას შევწირეთ ამდენი ადამიანი. აღარ დადგა დრო ქართველებმა მოინანიონ დანაშაული? გავუჭირეთ საქმე, გავაუქმოთ ავტონომია, შეიძლება ამის გაკეთება?.. გვერდზე რომ ამხელა იმპერია გყავს, შენ ხარს წითელ ნაჭერს ნუ უფრიალებ“,-განაცხადა ქეთი დოლიძემ „პირველ რადიოსთან“ საკუთარი სიტყვების განმარტებისას.