უცხოეთი
თურქეთი რუსეთს გაზზე ფასდაკლებას სთხოვს

1-potok-zar-3საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთი „ცისფერი ნაკადით“ გაზის დამატებითი მოცულობის მიღებას ფასდაკლებით იმედოვნებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა თანერ იილდიზმა განაცხადა.
ჩვენ გაზპრომს ფასდაკლებასთან დაკავშირებული ჩვენი წინადადებები გავუგზავნეთ და ვიმედოვნებთ, რომ „გაზპრომი“ ამ წინადადებებს გაითვალისწინებს“, - აღნიშნა მან.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის გაზის წილი მიმდინარე წელს თურქეთის ბაზარზე შესაძლოა 43-დან 46 %-მდე გაიზარდოს.

რფ და თურქეთი განიხილავენ რუსეთის გაზის მიწოდების გაზრდას თურქეთში „ცისფერი ნაკადის“ გაზსადენით.

თურქეთი იმედოვნებს, რომ მიწოდება 3 მლრდ კუბ/მ-ით გაიზრდება. თურქეთის მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა ამისათვის უკვე 2015 წლისათვის მზად არის. „თუმცა, „გაზპრომის“ გათვლებით, დამატებითი მიწოდების განხორციელება მხოლოდ 2016 წლისთვის არის შესაძლებელი. ჩვენ მათ წინადადებებს ველოდებით“, - დასძინა მან.

თავის მხრივ, რფ-ის ენერგეტიკის მინისტრიმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ „მიწოდების გაზრდა მოითხოვს ინვესტიციებს, რომელთა ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება აცულებელია“.