სამართალი
საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დავით გიორგაძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით გიორგაძემ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დაბა ბაკურიანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ მიწაზე კომერციული ფართის ნებართვის გარეშე აშენების სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 3000 აშშ დოლარი.