პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: “დიპლომატია და არა არმია შეიძლება, გახდეს რეგიონში ჩვენი მნიშვნელობისა და უსაფრთხოების საფუძველი!”

1-Chachia-anal-2საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს ბევრი ლაპარაკობს იმ შეცდომებზე, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” და მისმა შემქმნელმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე და მოსვლის შემდეგ დაუშვეს, მაგრამ იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე მხარს უჭერდნენ “ქართული ოცნების” ბრძოლას სააკაშვილის ქართველთმოძულე რეჟიმის წინააღმდეგ, ამ კოალიციისა და მისი ლიდერის ბევრ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ამ ადამიანთა შორის არის პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია, რომლის პოლიტიკური პროგნოზებიც საქართველოში პროცესების განვითარების შესახებ 100%-ით ახდა. აი რას სთავაზობდა იგი ივანიშვილის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში:

(“საქართველო და მსოფლიო”, # 6 (193), 20-26 თებერვალი, 2013წ.)

“თუ უკვე დამტკიცებულია მმართველობის საპარლამენტო მოდელი, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ერთდროულად ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრემიერი და ძლიერი პრეზიდენტი _ ეს ფსევდოდემოკრატიული დემაგოგიაა. რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება, მითუმეტეს გაკოტრებულ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ ფეხზე უნდა წამოდგნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა უნდა იყოს, ანუ მხოლოდ მოაწყოს მიღებები დღესასწაულებზე, ჩაიბაროს რწმუნების სიგელები ელჩებისგან, ატაროს ჰალსტუხი და გაიბღინძოს. საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის