მისურის შტატის გუბერნატორმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა
საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. პოლიციამ 29 ადამიანი დააკავა არეულობების დროს ამერიკულ ფერგიუსონში, იუწყება Reuters.
ცნობილია, რომ აქციის მონაწილებმა ცეცხლი წაუკიდეს ათამდე შენობას და რამოდენიმე პოლიციის მანქანას. პოლიციის ინფორმაციით სენტ-ლუიზშიდემონსტრანტებმა მოახდინეს 150-მდე გასროლა. გამწვავებული ვითარების ჩახშობა ვერც ამერიკის პრეზიდენტმა ობამამ მოახდინა რომელმაც დემონსტრანტებს მოუწოდა კანონის ფარგლებში გამოეთქვათ თავიანთი უკმაყოფილება.