პუბლიკაციები
კანდელაკი - სააკაშვილზე: „როგორ გავაგზავნე?! „ვუთხარი, რომ მისნაირ „კაზიოლებს“, უკანსკნელ კუნძულზე, უკანასკნელი ქალიც რომ ვიყო უკანასკნელ კაცთან ერთად, 2000 მეტრის მანძილზეც კი…”

1-analitika-mtavariiსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში, თიკა კანდელაკმა, მიხეილ ხუბუტიას ნათასავის შვილი მონათლა, რომლის შემდეგაც გამართულ ნათლობის სუფრაზე, თიკა კანდელაკმა, სამშობლის სადღეგრძელო დალია. სადღეგრძელოს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა და მას მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. "სამწუხაროდ ისეთმა ახალგაზრდებმა როგორებიც ჩვენ ვართ ვერაფრით ვერ შეძლეს გაერთიანება და იმის დაჯერება რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი სამშობლოს ბედი. სამწუხაროდ დღესდღეობით ჩვენი სამშობლო იმყოფება იმ დგომარეობაში როდესაც შემთხვევით ადამიანს შეუძლია მისი თავკაცი გახდეს, ოდესღაც ამაზე მიშასთან ვსაუბრობდით. მე მას ბევრს ვეუბნებოდი, რომ საქართველოს პრობლემა და ტრაგედია ის არის რომ შემთხვევითი ადამიანები რატომღარც ხდებიან ჩვენი სამშობლოს ლიდერები და ალბათ ჩვენ ყველა ჩვენი სამშობლოს წინაშე დამნაშავეები ვართ, რადგან ჩვენ ამას ვუშვებთ, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. და ჩვენ ახლა ყველა იმ მდგომარეობაში ვართ და ყველას გვაქვს საკმარისი ძალა ამბიცია და შესაძლებლობა ენერგია და ფული რომ ეს შევაჩეროთ. რომ შემთხვევითი ადამიანები პრეზიდეტები აღარ იყვნენ",- განაცხადა კანდელაკმა რომელსაც სადღეგრძელო მიხეილ ხუბუტიამ გააწყვეტინა.

ხუბუტია: რატო დაგავიწყდა როგორ უნდოდი სააკაშვილს?”

კანდელაკი: და შენ დაგავიწყდა მე ის როგორ გავაგზავნე .... და რომ იცოდეთ მე მართლა ვთვლი რომ უნდა დავლიოთ...”

ხუბუტია: და როგორ გააგზავნე?”

კანდელაკი: როგორ გავაგზავნე?! ვუთხარი, რომ მისნაირ კაზიოლებს, უკანსკნელ კუნძულზე, უკანასკნელი ქალიც რომ ვიყო უკანასკნელ კაცთან ერთად, 2000 მეტრის მანძილზეც კი…”

ვუთხარი, რომ მისნაირ „კაზიოლებს“, უკანსკნელ კუნძულზე, უკანასკნელი ქალიც რომ ვიყო უკანასკნელ კაცთან ერთად 2000 კილომეტრის დაშორებითაც კი ..." (იხ. ვიდეო)

სადღეგრძელოს შემდეგ ხუბუტიასთან ნათლობის სუფრა გაგრძელდა.

1-analitika-geor-1-1 1-analitika-geor-1-2