აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან მოსკოვის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოს მთავრობა რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს“

1-defakto-aqtual-2საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობა არასდროს იტყვის უარს თავისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე და ამ საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ხოლო საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციის ხარისხს განსაზღვრავს რუსეთის მიერ ამ პრინციპის პატივისცემა.

მიუხედავად ამ გამოწვევისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია... საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის აღნიშნული ქმედებების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია... ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში, რომელიც 9-10 დეკემბერს შედგება, საქართველო მწვავედ დასვამს .. „ხელშეკრულებისხელმოწერის საკითხს.

საქართველოს მთავრობა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის ამ ქმედებას და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მასზე“, - ნათქვამია, კერძოდ, პრემიერის განცხადებაში.