აქტუალური
თინა ხიდაშელი: „პუტინი მერკელთან და ობამასთან შეხვედრას გაურბის, დღეს კი ხაჯიმბასთან ერთად დაჯდება"
1-xid-aqtual-3საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელის განცხადებით, რუსეთსა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმების გაფორმებით, ქართული მხარისთვის არაფერი იცვლება. დეპუტატის თქმით, მოლოდინი იყო, რომ აფხაზები საფრთხეებს თავად დაინახავდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. „მნიშვნელოვანი ამბავი ის იქნება, რომ მაშინ როდესაც, პუტინი მსოფლიო ლიდერების სამიტიდან ანგელა მერკელთან და ბარაკ ობამასთან შეხვედრას გაურბის, დღეს, ხაჯიმბასთან ერთად იჯდება და ამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. სტატუსის თვალსაზრისით, სწორ ადგილას დადგება“, - განაცხადა ხიდაშელმა.