თეა წულუკიანმა ბიზნესმენებს ყოფილი პატიმრების დასაქმება სთხოვა
საქართველო, 25 ნოემბერი,
საქინფორმი.
თეა წულუკიანმა ბიზნესმენებს თხოვნით მიმართა, დაასაქმონ
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზმის" პროგრამაში ჩართული ყოფილი მსჯავრდებულები.
„გათავისუფლების შემდეგ ჩვენ 1040-მა ყოფილმა მსჯავრდებულმა მოგვმართა. აქედან დღეისთვის პროგრამაში აქტიურად არის ჩხართული 760 ბენეფიციარი, საიდანაც ჩვენ შევძელით და 103-ის დასაქმებაში მივიღეთ მონაწილეობა. 103 ყოფილი პატიმრიდან დანაშაული განმეორებით ჩაიდინა მხოლოდ ერთმა... დღეს სახელმწიფო და მთავრობა არის სხვანაირი, ვიდრე გასული 9 წლის განმავლობაში იყო... არსებობს პასუხისმგებლობა, რაც მაქვს მე და რაც გაქვთ თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი არის გაყოფილი. ამას ჰქვია ქვეყნის უკეთესი მომავალი და სოციალური პასუხისმგებლობა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.