უცხოეთი
საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის საელჩომ საფრანგეთში ქვეყნის მთავრობისადმი უკმაყოფილება გამოთქვა საფრანგეთის ქალაქ ბუკ-ბელ-ერსა და სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის ქალაქ ჰანკენდს შორის მეგობრობის შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჰიქმეთ გაჯიევის სიტყვებზე დაყრდნობით.