უცხოეთი
სტივენ ჰედლი: „ცე-რე-უმ“ კიევს ლეტალური სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს“

1-hedly-zar-2საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ასეთი პოზიციით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰედლი. მისი აზრით, საკითხი იმაში მდგომარეობს, ღირს ამის ღიად გაკეთება თუ საიდუმლო ოპერაციით. აშშ-მა ლეტალური სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს უკრაინას, - მოჰყავს ჰედლის სიტყვები პორტალ Sputnik-ს.
ჩემი პოსტი რომ მეკავოს, ლეტალურ დამხარებაზე ვიფიქრებდი. სწორედ ამისთვის არსებობს „ცე-რე-უ“ საიდუმლო ოპერაციებთან ერთად. ვიფიქრებდი: ღიად გავაკეთოთ ეს და სიგნალი გავუგზავნოთ პუტინს? თუ ამის გაკეთება მალულად გვინდა? ვფიქრობ,ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ და ძალიან ცოტას ვმოქმედებთ“, - მიაჩნია ჰედლის.

უწინ იუწყებოდნენ, რომ აშშ-მა გადაწყვიტა, დამატებით 23 მლნ დოლარი გამოჰყოს უკრაინის დასახმარებლად. სულ აშშ-მა წელს კიევის დასახმარებლად 320 მლნ დოლარი გამოჰყო, მათ შორის 116 მლნ სამხედრო ხარჯებისათვის.