უცხოეთი
„უკრაინის კრიზისამდე კარგა ხნით ადრე გაჩნდა შეგრძნება, რომ ჩვენი ურთიეთობები დასავლეთთან ჭეშმარიტების მომენტს უახლოვდებოდა. პრობლემების უსასრულოდ გადადება არ ხერხდება“.
„ჩვენი პარტნიორები, სამწუხაროდ, ვა-ბანკზე წავიდნენ უკრაინაში, საკუთარ დემოკრატიულ პინციპებს დააბიჯეს, მხარი დაუჭირეს ექსტრემისტებს. როგორც ხულიგნები იტყოდნენ, ჩვენი „პონტზე აგდება“ უნდოდათ, სურდათ, რომ დამცირება გადაგვეყლაპა“.
ლავროვის თქმით, დასავლეთი არ მალავს, რომ ანტირუსული სანქციების მიზანი რეჟიმის შეცვლაა. „საჯაროდ ცხადდება, რომ სანქციები ისეთი უნდა იყოს, რომ ეკონომიკა დაანგრიოს და სახალხო პროტესტი გამოიწვიოს. დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად გვაჩვენებს, რომ ჩვენი პოლიტიკის არა არა, რეჟიმის შეცვლა სურს“, - განმარტა მან.