უცხოეთი
პუშკოვმა ევროკავშირი სერბეთის შანტაჟში დაადანაშაულა

1-puSkov-zar-3საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი პუშკოვის განცხადებით, ევროკავშირი შანტაჟის გზით ცდილობს, აიძულოს სერბეთი, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

ფაქტობრივად სერბეთს აშანტაჟებენ: სერბეთი ან შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ანდა მასარ განიხილავენ როგორც ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრების შანსი აქვს“, - აღნიშნა მან.

ამასთან, პუშკოვმა ივარაუდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უახლოეს ხანებში სერბეთს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივები არ აქვს. „თუ ისინი რფ-ის წინააღმდეგ სანქციების გზას აირჩევენ, უბრალოდ დაჰყვებიან შანტაჟზე და ამის გამო ერთი წლის შემდეგ მათ ევროკავშირში არავინ მიიღებს“, - განაცხადა პარლამენტარმა.

ამასთან, რუსეთში სერბეთის ელჩმა სლავენკო ტერზიჩმა განაცხადა, რომ ამჟამად მისი ქვეყანა არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს მიუერთდეს. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შემდგომში ბელგრადს ბრიუსელთან თავისი პოზიციის შეჯერება მოუწევს.

სერბეთმა, ალბათ, თანდათანობით უნდა შეაჯეროს თავისი პოზიცია ევროკავშირის პოზიციასთან სხვადასხვა საერთაშორისო საკითხში, თუმცა დღეს მზად არ არის რფ-ს წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს ბევრი მიზეზით, მათ შორის იმიტომაც, რომ სერბეთი და რუსეთი ისტორიული მოკავშირეები არიან“, - განაცხადა ტერზიჩმა.

20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა სერბეთს ევროკავშირში გაწევრებისათვის პირობები წაუყენა. მეზობლობისა და გაფართოებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ სერბეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს.