უცხოეთი
აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი ჯეფ რატკეს განცხადებით, აშშ „ეძებს ყველაზე ეფექტიან საშუალებებს უკრაინის დასახმარებლად“ და „გამორიცხული არ არის არანაირი ვარიანტი“, ლეტალური იარაღის მიწოდების ჩათვლით.
უწინ ასეთივე განცხადება გააკეთა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ენტონი ბლინკენმა, რაზეც მოსკოვმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა.
წლეულს ჯო ბაიდენის მესამე ვიზიტი უკრაინაში ევრომაიდანის წლისთავს ემთხვევა. ვიზიტის დაწყებამდე ბაიდენმა კიევის გაზეთ „დენ“-ს განუცხადა, რომ უკრაინას, მისი აზრით, სრული უფლება აქვს, თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან.