მოსკოვში დათო „ტბილისკი“ დააკავეს

საქართველო, 21 ნოემბერი,
საქინფორმი. რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ შელკოვოში ქართველი „კანონიერი ქურდი“, 46 წლის
დათო შარაბიძე, იგივე
დათო ტბილისკი დააკავეს.
დაკავებისას შარაბიძეს
3, 8 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა. ე. წ კანონიერ ქურდს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ჯერ ჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა შემდგომ ეტაპზე მისი ექსტრადირება.