სამართალი
„იმ დროს, როდესაც ბაჩო ახალაის, ვანო მერაბიშვილს და კიდევ ძალიან ბევრ ძალიან მძიმე დამნაშავეს შეეფარდა მსუბუქი სასჯელები, ამ ადამიანს პრაქტიკულად დაუმტკიცებელი ბრალისათვის შეეფარდა 12 წელი.
მას შემდეგ რაც გააუქმეს კოდორის ხეობაში კვიციანის ხელმძღვანელობით ბატალიონი "მონადირე", მართლაც ყველაფერი წავიდა იქითკენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ კოდორის ხეობა ჩააბარა რუსეთს",-განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ და აღნიშნა, რომ მისი აზრით, „ეს არის ერთგვარად სავაჭრო მონეტა შეერთებულ შტატებთან და რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ურთიერთობაში“.