უცხოეთი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „სომხეთი სახელმწიფოა, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს“

1-armen-zar-2საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ კოჩარიანის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა ჯანსაღ აზრს მოკლებულია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრემდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა კოჩარიანის განცხადების კომენტირებისას, სადაც გაჯიევმა აზერბაიჯანს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შევახსენებთ, რომ სწორედ სომხეთი ცხოვრობს შუა საუკუნეების ფეოდალიზმის მენტალობით, აგრძელებს რა აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის ქვეშ შენარჩუნებას, ატარებს იქ ეთნიკური წმენდის პოლიტიკას აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ“, - განაცხადა გაჯიევმა. მანვე აღნიშნა, რომ სომხეთის ამგვარი საქციელი მთლიანად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას და სახელმწიფოთა შორის ცივილიზებულ ურთიერთობებს.

ჯარების გამყოფ ხაზთან დაძაბულობის ამასწინანდელი ესკალაცია მოწმობს სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციისა და აგრესიის გაგრძელებას“, - დასძინა მან.