აქტუალური
ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ

1-atashe-aqtual-3საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. სტუმრები საქართველოში ყოველწლიურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას დიდგორი 2014 “-ს დაესწრნენ.
სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიმდინარეობა გააცნო. სტუმრებს, ასევე, „დიდგორი 2014“-ის კონცეფციის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

„დიდგორი 2014“ სამთავრობო უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მთავარი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადება.

სწავლება „დიდგორი 2014“ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, ვაზიანსა და სენაკში 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.