პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის წევრები მაია კობახიძის გადადგომას მოითხოვენ
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრები ახლადარჩეული თავმჯდომარის - მაია კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. ისინი ამ მოთხოვნით პროფკავშირების ოფისში შევიდნენ.
ისინი აცხადებენ, რომ მაია კობახიძე უკანონოდაა დანიშნული და რომ სარჩელი სასამართლოში უკვე შეტანილი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე, მაია ღურჭუმელიძე ამჟამად კანადაში იმყოფება.