პუბლიკაციები
დიმიტრი პესკოვი: „რუსეთს ასპროცენტიანი გარანტია სჭირდება იმისა, რომ არც ერთი ქვეყანა არ ფიქრობს ნატოში უკრაინის გაწევრებაზე“

1-peskov-zar-3საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ასეთი განცხადება გააკეთა „ბი-ბი-სის“-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. თუმცა, პესკოვის თქმით, ასეთი გარანტია რუსეთისთვის არავის მიუცია და ეს სიტუაცია მოსკოვს აღელვებს და სიფრთხილის ზომების მიღებას აიძულებს.

ამასთან, პუტინის პრესმდივანმა დაადანაშაულა დასავლეთი რუსეთისთვის „ალყის შემორტყმის“ მცდელობაში და განაცხადა, რომ ნატომ დაარღვია თავისი ისტორიული დაპირება, როცა რუსეთის საზღვრებს ნელ-ნელა მიუახლოვდა „ძალთა ბალანსის დასარღვევად“.