პუბლიკაციები
ჰენრი კისინჯერი: „უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი გვჭირდება. უკრაინამ უნდა დაივიწყოს ყირიმი და ნატოს წევრობა“

1-genri-zar-2-anსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ჰენრი კისინჯერმა ისაუბრა გლობალურ საფრთხეებზე, ყირიმის გამოყოფასა და ნატოში უკრაინის გაწევრებაზე. მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ახალი მსოფლიო წესრიგის აუცილებლობა მწვავედ იგრძნობა, თუმცა მისი ჩამოყალიბება ხანგრძლივი და რთული იქნება.

ყველას მიერ აღიარებული წესები აღარ არსებობს - არსებობს ჩინეთის, ისლამური სამყაროს, დასავლეთის, რუსეთის პოზიციები და ეს კონცეფციები შეუსაბამოა“, - განუცხადა კისინჯერმა გამოცემა „შპიგელს“ ინტერვიუში.

ყირიმის ტერიტორიის რუსეთისათვის მიერთებაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან რუსეთი და უკრაინა დიდხანს იყო ერთი ქვეყანა. მისი აზრით, დასავლეთმა თავისი შეცდომები უნდა აღიაროს.

ევროპამ და ამერიკამ სათანადოდ არ შეაფასეს იმ მოვლენების მნიშვნელობა, რომლებსაც სათავე დაუდო უკრაინისა და ევროკავშირის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებმა და რის კულმინაციადაც იქცა დემონსტრაციები კიევში. ეს ყველაფერი რუსეთთან დიალოგის საგანი უნდა გახდეს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

არავის არ შეუთავაზებია უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების კონკრეტული გეგმა. არავის სურს აღმოსავლეთ უკრაინისთვის ბრძოლა. ეს ფაქტია“, - დასძინა მან.