პუბლიკაციები
ვლადიმერ პუტინი: „ამერიკას ჩვენი დამორჩილება სურს, მაგრამ რუსეთის მთელი ისტორიის მანძილზე ეს არავის გამოუვიდა!“

1-vova-zar-1-anსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა „სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტის“ ეგიდით გამართულ „მოქმედებათა ფორუმზე“ განაცხადა.

თქვენ თქვით, რომ ამერიკას ჩვენი დამცირება სურს. ეს ასე არ არის. ჩვენი დამცირება კი არა, დამორჩილება სურთ, უნდათ ჩვენს ხარჯზე გადაჭრან თავისი პრობლემები, მოგვაქციონ თავისი გავლენის ქვეშ. რუსეთის მთელი ისტორიის განმავლობაში ეს არავის გამოუვიდა და არც გამოუვა!“ - განუცხადა რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფორუმის ერთ-ერი მონაწილეს (ვიდეო იხ. აქ).

რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის დელეგაციის მიღება G20-ის სამიტზე ავსტრალიაში, ბრისბენში ზედმიწევნით თბილი იყო, მედიაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტონი ებოტის განცხადებების მიუხედავად.