პუბლიკაციები
„ჩემი ამბიციაა, ვაქციო ჩემი ქვეყანა რეგიონში წარმატების მაგალითად, რისთვისაც გამოყენებული იქნება ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციული ძალა. ამ მიზნის მისაღწევად კი ჩვენ განვიხილავთ ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც ევროპული, სტაბილური და ქმედითი პლურალისტური დემოკრატიის საფუძველს“, - განაცხადა პრემიერმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით.
„ორმხრივი შეშფოთების საგანია ის შეთანხმება, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის განიხილება. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ შეუწყობს ხელს რეგიონში ვითარების დეესკალაციას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავაც პროაქტიურად დასვამს ამ საკითხს რუსეთის წინაშე“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.